არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ტრენინგ კურსის დახურვის ცერემონია

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ტრენინგ კურსის დახურვის ცერემონია

უკვე მესამე წელია, EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთავაზობენ ხუთთვიან სასერტიფიკატო ტრენინგ კურსს არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში. ტრენინგ კურსი შვიდი მოდულისგან შედგება და არამომგებიანი ორგანიზაციისა და პროექტების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს.

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ამ ზაფხულში EWMI ACCESS-მა და CTC-იმ არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის დისტანციური (ონლაინ) კურსი დაიწყეს, რამაც საშუალება მისცა დაინტერესებულ პირებს, თბილისში სესიებზე დასწრების გარეშე, სრული კურსი გაეარათ.

28 ნოემბერს გაიმართა ტრენინგ კურსის დახურვის ცერემონია, სადაც დისტანციური კურსის პირველი ნაკადის  და არადისტანციური კურსის მე-3 ნაკადის 20 მონაწილეს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.

როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ კურსებზე მონაწილეთა შემდეგი ნაკადის მიღება 2018 წლის იანვარში გამოცხადდება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<