სტაჟირების პროგრამა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში – გორი, რუსთავი, მარნეული

დემოკრატიული ჩართულობის ცეტრების ქსელი  (NCCE) აცხადებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების (CCE) სტაჟირების პროგრამა.

სტაჟირება შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისიის განხორციელებაში – ნეიტრალური და ხელმისაწვდომი სივრცის შექმნა დემოკრატიული დიალოგისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

2011 წლიდან, დემოკრატიული ჩართულობის ცეტრები საქართველოს ათ ქალაქში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობენ  ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგისათვის. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თითოეულ ცენტრს გააჩნია თემის საჭიროებებზე მორგებული რესურსები (საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერული ოთახი და ბიბლიოთეკა) და ჰყავს გამოცდილი თანამშრომლები. წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით ცენტრებმა  მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს – ცენტრების ბაზაზე  გახსნილი წინასაარჩევნო მედიაცენტრების მეშვეობით ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ  პოლიტიკურ კანდიდატებთან პირდაპირი შეხვედრების გზით უკეთესად გაცნობოდნენ მათ საარჩევნო პროგრამებს.  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოიძიოთ ვებგვერდზე : www.cce.ge.

სტაჟირების პროგრამა პირველ ეტაპზე განხორციელდება სამ ცენტრში: გორი, მარნეული და რუსთავი. დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილში უნდა მიუთითონ  სასურველი ცენტრი, სადაც სტაჟირების გავლა სურთ. პროგრამა დაიწყება 2016 წლის 21 ნოემბერს და დასრულდება 2017 წლის თებერვალში. სტაჟირება ნახევარგანაკვეთიანია და არ ანაზღაურდება. ყოველდღიული მოვალეობების შესრულების გარდა სტაჟიორებს მიეცემათ პროფესიული განვითარების საშუალება ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვედრების კოორდინირება და ღონისძიებების ორგანიზება, რაც გულისხმობს  მონაწილეთა რეგისტრაციას, ფოტოების გადაღებას.  ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას  მონიტორინგისა და შეფასებისთვის  მონაცემების აღრიცხვას და სხვ.
  •   ცენტრის კალენდრის განახლება;
  • შეხვედრების  სრული აღრიცხვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორებთან ერთად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უნივერსიტეტის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • სამოქალაქო ჩართულობისა და სათემო ინიციატივების გამოცდილება (სასურველია);
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე, რომელშიც  ვრცლად იქნება აღწერილი განათლების და მუშაობის გამოცდილება;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღნიშნულია  მისი ინტერესები, კვალიფიკაცია და მითითებულია  კონკრეტული ცენტრი, რომელშიც სურს სტაჟირების გავლა;
  • ერთი პროფესიული რეკომენდაცია (სასურველია ხელმძღვანელის ან პროფესორისგან,  მისი   სახელის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითებით).

სრული განაცხადი უნდა გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შესაბამისი ცენტრის კოორდინატორის მოადგილის სახელზე:

  • გორი: ნათია თუშიშვილი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე  ntushishvili@cce.ge
  • მარნეული:  ნილუფარ კურბანოვა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე    nkurbanova@cce.ge
  • რუსთავი:  ანა მელაშვილი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე  amelashvili@cce.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ: “CCE Internship Program Application.”

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ნოემბერი, ოთხშაბათი, 18:00სთ.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<