დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება და საქართველოს 10 ქალაქში 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ფართო საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდერბის ინფორმირება. ამ მიზნით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება, კერძოდ:
- გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენებები და დისკუსიები, ესეების კონკურსი და ნახატების გამოფენა სკოლის მოსწავლეებისთვის.
• რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.
• სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის გზების შესახებ; ასევე, საინფორმაციო შეხვედრები სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
• წიგნის საჯარო კითხვა – „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“.
შეხვედრებს უძღვებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კამპანიის პერიოდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სიმბოლურად ნარინჯისფრად მოირთო, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ოფიციალური ფერია.
კამპანიის განრიგი იხილეთ აქ.
Leave a Reply