საარჩევნო მედიაცენტრები საარჩევნო მოვლენების ეპიცენტრში

საარჩევნო მედიაცენტრები საარჩევნო მოვლენების ეპიცენტრში

წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო საარჩევნო მედიაცენტრებში. მედიაცენტრები საქართველოს 10 ქალაქში, დემორკატიული ჩართულობის ცენტრებში ფუნქციონირებენ და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს (პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია, მოქალაქეები და სხვ.) ნეიტრალურ სამუშაო და სადისკუსიო სივრცეს სთავაზობენ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მედიაცენტრებში გაიმართა 30-მდე დისკუსია მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობით, რომლებსაც თავად მედიაცენტრების თანამშრომლები ან/და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. გარდა ამისა, მრავალი შეხვედრა მიეძღვნა ქალი ამომრჩევლების საჭიროებების განხილვას – ACCESS-ის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო კანდიდატებს დეტალურად გააცნეს ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის შედეგები. შეხვედრების ცალკე ციკლი დაეთმო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებს და საარჩევნო კამპანიის ხარჯებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ოქტომბრის თვეში პოლიტიკური პარტიებიც აქტიურად იყენებდნენ მედიაცენტრებს. მათ გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ამომრჩევლებთან, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან.

არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრებით 250-მდე ადამიანმა ისარგებლა. ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ მედიაცენტრებში.  ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს არჩევნების მიმდინარეობას და პერიოდულად ახორცილებდნენ სატელევიზიო ჩართვებს მედიაცენტრებიდან.

დაარსების დღიდან (11 ივლისი) ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მედიაცენტრებმა 308 ღონისძიებას უმასპინძლეს, რომელსაც 6955 მონაწილე დაესწრო. მედიაცენტრები 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე განაგრძობენ ფუნქციონირებას. მათ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<