გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია რეგიონებში

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია რეგიონებში

EWMI ACCESS–ი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიაში ჩაერთნენ და საქართველოს 10 ქალაქში გენდერული ძალადობის თემაზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გამართეს, მათ შორის: ფილმების ჩვენებები და შემდგომი განხილვები, საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ, ტრენინგები სექსუალური შევიწროების საკითხებზე, წიგნის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ საჯარო კითხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და სხვ.

კამპანიის ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ინგლისურიდან ქართულად თარგმნა 16 გმირის ისტორია, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს ისტორიები 2016 წელს Together for Girls პლატფორმამ შეაგროვა და გაავრცელა. მასში მოთხრობილია ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების განვლილი გზა, რომლებიც საკუთარი გამბედაობით გლობალურ პრობლემებს დაუპირისპირდნენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა თარგმინილი ისტორიები რეგიონების სკოლებში გაავცრელა და მოსწავლეებისთვის გენდერული ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებული ესეები სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<