ღია საუბრები ქვემო ქართლში – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მარნეულის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

ღია საუბრები ქვემო ქართლში –  წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მარნეულის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

15 სექტემბერს თბილისისა და ქვემო ქართლის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვევიან და მოსალხეობასთან ღია საუბრებს გამართავენ. საუბრები დაეთმობა იმ საკითხებს, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.  არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციას. შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა სარგებელს იღებს საქართველო ამ პროცესისგან.

შეხვედრები არაფორმალურ გარემოში – ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებსა და სოფლების ქუჩებში გაიმართება. მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად ხედავენ მედიაში, უშუალოდ დაუსვან შეკითხები და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ.

შეხვედრებში შემდეგი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS–ის პროგრამა.

შეხვედრებს ასევე შეუერთდებიან ქვემო ქართლის რეგიონის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისიდან. შეხვედრებს ორგანიზებას უკეთებს ACCESS–ის პროექტი.

შეხვედრების განრიგი:

15 სექტემბერი 14:00 სთ – შეხვედრა სოფ. ხიხანში (სტადიონთან)

17:00 სთ – შეხვედრა სოფ. აღმამედლოში (კულტურის სახლის წინ)

ღია საუბრების მიზანი არასამთავრობო ორგანზიაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაა. ასეთი შეხვედრები მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და თავიანთი წვლილი შეიტანონ არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტების განსაზღვრაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ეკა იმერლიშვილს ელ. ფოსტის საშუალებით eimerlishvili@ewmi.org

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<