ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების  ბიუჯეტი $10,000-დან $30,000-მდე იქნება, ხანგრძლივობა კი 12 თვემდე. მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $1,000-დან $10,000-მდე და ხანგრძლივობა – 6 თვემდე.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 10 ოქტომბერს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2023 წლის 25 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილებში (ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე).

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

RfA and Application Form in ARM

Innovation and Challenge Grants Program – AZE

Innovation and Challenge Grants Program – RfA

Write a Comment

Leave a Reply

<