COVID-19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საქართველოში

COVID-19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საქართველოში

18 ივლისს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UNGC)  ყოველწლიურ საერთო კრებაზე ქსელის და „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და ქსელის ახალი წევრები წარადგინა. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა „სიდას“ და UNGC-ის მიერ ჩატარებული კვლევის „COVID-19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევა მიზნად ისახავდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენის შეფასებას ბიზნესკომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ამ მიზნით 1053 კომპანია (როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ზომის კომპანიები) შეფასდა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა, კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით საქართველოში სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა და გარკვეული პროგრესიც კი გამოიკვეთა. 2020 წელს რამდენიმე კომპანიამ კორპორაციულ პასუხისმგებლობას მეტი ყურადღება დაუთმო და ამ მიმართულებაზე ცალკე პასუხისმგებელი პირიც დანიშნა. კომპანიებმა უფრო აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა გარე პარტნიორებთან (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან). თუ 2019 წელს კომპანიების მხოლოდ 28% ამბობდა, რომ პარტნიორულ პროექტებში ჩაერთვებოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა.

კომპანიების 70%-ს  არ შეუცვლია სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტები. მსხვილი ზომის კომპანიებში არ შეცვლილა არც კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიუჯეტები. საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში კი მთავარ საზრუნავად ბიზნესის გადარჩენა იქცდა და, შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გამოყოფილი ბიუჯეტები მნიშვნელოვნად შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა.

კომპანიების უმრავლესობისთვის პანდემიის დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თანამშრომლების შენარჩუნება გახდა. გამოკითხული კომპანიების 14%-მა აღნიშნა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მოუწიათ, 21%-მა ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

სრული ანგარიშის გასაცნობად, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ეს და სხვა საკითხები, იხილეთ თვისებრივი და რაოდენობრივი კველვების ანალიზი.

კომპანიების (ჯამში 110 კომპანია) სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტების, ბიუჯეტებისა და საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია კი შეგიძლიათ მოიძიოთ „სიდას“ და UNGC-ს მიერ EWMI ACCESS-ის დაფინანსებით შექმნილ მონაცემთა ბაზაში.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<