სახელმძღვანელო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის შესახებ

სახელმძღვანელო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის შესახებ

2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. 2017 წელს, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „სიდამ“ ბიზნესსექტორში ადამიანის უფლებების დაცვაზე ეროვნული საბაზისო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც 2018-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცალკე თავი გაიწერა. ამ გეგმით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება. პირველი ასეთი დოკუმენტი — „ადამიანის უფლებების დაცვის სახელმძღვანელო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებისთვის“ — გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, EWMI ACCESS-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, წელს მოამზადა.

სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი მიმოიხილავს სახელმწიფო, მუნიციპალურ, ან სხვა ტიპის საჯარო საკუთრებაში არსებული საწარმოების მარეგულირებელ ჩარჩოს, პრაქტიკას და გამოწვევებს საქართველოში და ასევე, ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. მეორე ნაწილი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ასეთი ტიპის საწარმოებისთვის, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, ადამიანის უფლებების პატივისცემა სისტემურ დონეზე დანერგონ.

გზამკვლევი გამოსადეგია საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო და მუნიციპალური არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვისაც. ვინაიდან გზამკვლევი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას ეფუძნება, ის ასევე სასარგებლოა ზოგადად ბიზნესსუბიექტებისთვისაც.

Write a Comment

Leave a Reply

<