კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“

20 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში ბიზნესის როლის გაზრდას და კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

ღონისძიება გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა.

წელს კონკურსში 128 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რაც წინა წლების კონკურსანტების რიცხვს მნიშვნელოვნად აღემატება. მათი განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: ხარისხიანი განათლება (საქართველოს ბანკი – პროექტი „იდეათეკა“ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა),  ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (საქართველოს ბანკი – პროექტი „ქალი მეწარმეების მხარდაჭერა“), მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა (ლიბერთი ბანკი – პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc“), მდგრადი მოხმარება და წარმოება („პოლივიმი“ – პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო), მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები (თიბისი ბანკი – პროექტი „მხარდაჭერა უკრაინას“) და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის („ქვერთი“ და „სუპერგმირი“ – პროექტი „სუპერგმირი“). მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მეტი აპლიკანტი პარტნიორობის ნომინაციაში იყო, რაც კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

ამავე ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლები კონკურსში „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“. კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო მარიამ ვაჩნაძეს („ბიზნესპარტნიორი“), ხოლო საუკეთესო ციფრული სტატიისთვის – ალექსანდრე გვინდაძეს (რადიო თავისუფლება) გადაეცათ.

Related Articles

Write a Comment

<