Photo Gallery
მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე
მიუხედავად საქართველოს დეკლარირებული დასავლური ორიენტაციისა და მრავალი რეფორმისა, რომელიც ავეროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ხორციელდება, ქვეყანაში ამ პროცესისადმი გარკვეული სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა პრორუსული განწყობების მქონე ადამიანების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროპულ მომავალზე. ამ ტენდენციას ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოწმობს. მოსახლეობა არ ფლობს საკმაო ინფორმაციას, თუ რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამავდროულად იზდრება რუსული „რბილი ძალა“. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ ანტიდასავლური განწყობების შედარებით მომძლავრებას ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან მნშვნელოვანია, მოსახლეობას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირში და ნატოში გაწევირანების დადებითი მხარეების შესახებ, ასევე რა სარეგბლობას გვაძლევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთნხმება, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ძალაშია.
ამ ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად EWMI ACCESS-მა საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო სემინარების ციკლი – მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე ჩაატარა, რომლებიც მიზნად ისახავდა რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და ამ პროცესთან დაკავშირებით შექმნილი მცდარი შეხედულებების (მითების) გაქარწყლებას. ACCESS-ის ეს ინიციატივა ეხმიანება ნატოს 421-ე საპარლამენტო რეზოლუციას, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ანტიდასავლური გავლენისა და პროპაგანდისა წინააღმდეგ ქმედითი ზომები მიღებისკენ მოუწოდებს.
სექტემბერში და ოქტომბერში EWMI ACCESS-მა საქართველოს 9 რეგიონში ჩაატარა საინფორმაციო სემინარი/დისკუსიები (ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, მარნეული, თელავი და პანკისი). სემინარებს
მოწვეული ექსპერტები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგნელები უძღვებოდნენ. სემინარებზე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ მნიშვნელობა და ამ შეთანხმებიდან მომდინარე შესაძლებლობები; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოთხოვნები; ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა; ასოცირების შეთნხმების შესრულების დეტალები; ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული მითები. პრეზენტაციების შემდეგ იმართებოდა დისკუსია შემდეგ საკთებზე: რატომ აირჩია საქართველომ ევროპა? რამდენად შეესაბამება ასოცირების შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს? რამდენად ხელმისაწვდომია ევროკავშირის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის? რას გვთავაზობს ევროკავშირის ბაზარი და რაშია მისი უპირატესობა სხვა ბაზრებთან შედარებით? დაკარაგვს თუ არა საქართველო სხვა ბაზრებს? რა სიახლეები და რეგულაციები უნდა დაინერგოს სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროში? რატომ გვჭირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტები? რამდენად ეხმარება ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას? როდის შევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში და რა წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე? მართალია თუ არა, რომ ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელ ღირებულებებსა და ტრადიციებს გვახვევს თავს? ებრძვის თუ არა ევროკავშირი საქართელოს ეროვნულ იდენტობას?
არასამთავრობო ორგანიზაცია- მედიის განვითარების ფონდის (MDF) წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ვებგვერდი www.eurocommunicator.ge გააცნეს, რომლის საშუალებითაც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მითების გაქარწყლების მიზნით არგუმენტირებილი ინფორმაცია ვრცელდება.
სემინარებს ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 600-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თითო სემინარი დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა. შეხვედრები აქტიურად გააშუქდა ცენტრალურ და ადგილობრივ მედიაში.
სემინარების მონაწილეების აზრით, მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს და განსკუთრებული ყურადღება სოფლის მოსახლეობის, ფერემების და მცირე მეწარმეების ინფორმირებას დაეთმოს. შესაბამისად, ACCESS-ის პროექტი მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.