ხშირად დასმული შეკითხვები – COVID-19-ზე რეაგირების გრანტები სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ჯგუფებისთვის

ხშირად დასმული შეკითხვები – COVID-19-ზე რეაგირების გრანტები სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ჯგუფებისთვის
  1. ვის შეუძლია საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა?

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო აქტივისტებს, სამოქალაქო მოძრაობებს და მოქალაქეთა ჯგუფებს.

 

  1. ვის არ შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს/გაერთიანებებს, ბიზნესებს,  start-up-ებს.

 

  1. დაფინანსდება თუ არა Start-up/ბიზნეს იდეები?

Start-up/ბიზნეს იდეები არ დაფინანსდება.

 

  1. საჭიროა თუ არა პროექტის იდეასთან ერთად დეტალური ბიუჯეტის წარდგენა?

კონკურსის პირველ ეტაპზე დეტალური ბიუჯეტის წარდგენა საჭირო არ არის.

 

  1. შესაძლებელია თუ არა პროექტის ბიუჯეტი მოიცავდეს სამშენებლო ხარჯებს?

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა მოიცავდეს სამშენებლო ხარჯებს.

 

  1. შესაძლებელია თუ არა პროექტის ბიუჯეტი მოიცავდეს ჰონორარებს შესრულებული სამუშაოსთვის?

შესაძლებელია.

 

  1. რა იგულისხმება ტერმინში „სერვისის პირდაპირი მიწოდება“?

ტერმინი მოიცავს ბენეფიციართათვის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას/გაწევას. მსგავს აქტივობებს საგრანტო პროგრამა ვერ დააფინანსებს.

 

  1. შესაძლებელია თუ არა ერთმა და იმავე აქტივისტმა/მოქალაქეთა ჯგუფმა რამდენიმე იდეა წარადგინოს?

შესაძლებელია.

 

საგრანტო პროგრამის განაცხადი იხილეთ აქ.

Write a Comment

Leave a Reply

<