26 ივლისს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) ფერმერთა ინფორმირებულობისა და საჭიროებების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში წარმოდგენია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. სულ გამოიკითხა 500 რესპონდენტი საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და გურია). კვლევა EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის ძირითდი მიგნებები:
- რესპონდენტთა 70%-ზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების შესახებ;
- ვისაც ჰქონდა ინფორმაცია შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე, მათ უმრავლესობას ეს ინფორმაცია საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აქვს მიღებული.
- გამოკითხულ ფერმერთა დაახლოებით 50% არ ფლობს ინფორმაციას DCFTA-ის მოთხოვნების შესახებ, თუმცა 2020 წლიდან ყველა ფერმერს მოუწევს ამ მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას.
- მეცხოველეობით დაკავებულ ფერმერთა 30%-ზე მეტი არ სარგებლობს ვეტერინარის მომსახურებით, რაც ზრდის დაავადებების გავრცელების საფრთხეს. ასევე, ბევრი ფერმერი არ იყენებს სასაკლაოებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით სავალდებულოა.
- გამოკიხულთა თითმის 50% არ აწარმოებს ჩანაწერებს მცენარეთა დაცვის მიზნით ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ.
- 500 გამოკითხული რესპიონდენტისგან (როგორც ფიზიკური პირები, ასევე მცირე საწარმოები) მხოლოდ სამს გააქვს საკთარი პროდუქცია ექსპორტზე. საექსპორტო პროდუქტებია ღვინო და ჩაი.
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისთვის მთავარი პრობლლემები ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა (მათ შორის მიწის – რესპონდენტთა უმრავლესობა 0,5-1 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს).
კვლევა EPRC-ის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტი, რომელიც EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორიცელდება, მიზნად ისახავს ქართული სოფლის მეურენობის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად EPRC-ი ხელს უწყობს ქართული სოფლის მეურენობის პრაქტიკაში ევროკავშირის სტანდარტების დანრგევას, რაც თავის მხრივ გაზრდის ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის შანსებს. კვლევის შემდეგ EPRC-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მთავრობასთან მჭირდო თანამშრომლობით სამიზნე რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრებს გახსნის და ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სოფლის მეურეობის სფეროში ახალი რეგულაციების შესახებ.
კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილით შემდეგ ლინკზე – http://www.eprc.ge/admin/editor/uploads/files/GEO_Small%20Farmers.pdf.
Leave a Reply