დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CineDOC-Tbilisi, Civil Pitch-ის ფარგლებში აცხადებს დოკუმენტური ფილმების იდეების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რეჟისორებისთვის და პროდიუსერებისთვის.
რა არის Civil Pitch?
CivilPitch არის ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალებას აძლევს იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები/პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე.
Civil Pitch-ი საქართველოში პირველად 2016 წელს ჩატარდა.
წელს CivilPitch- ზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი:
▪ დოკუმენტური კინოპროექტის საუკეთესო პრეზენტაციას გადაეცემა 3000 აშშ დოლარი პროექტის განვითარებისთვის ფონდისგან ‘ღია საზოგადოება საქარველო.’.
▪ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციასა და რეჟისორს ან/და კრეატიულ პროდიუსერს შორის თანამშრომლობის შედეგად წარმოდგენილ ერთ პროექტს/იდეას შესაბამისი საგრანტო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. გრანტის მოცულობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს. საგრანტო თანხა უნდა მოხმარდეს შეთანხმებული პროექტის/იდეის განხორციელებას.
ვის შეუძლია მონაწილების მიღება?
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ:
- ადამიანის უფლებებზე;
- დემოკრატიის განვითარებაზე;
- გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- მშვიდობის მშენებლობაზე;
- სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე;
- და სხვა სოციალურად აქტუალურ პრობლემატიკაზე.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გადადით ლინკზე:
https://goo.gl/forms/W84mwB9b5SD6GpjF3 გთხოვთ შეავსოთ კითხვარი ინგლისურ ენაზე.
რეჟისორებისთვის და პროდიუსერებისთვის სარეგისტრაციო ინფორმაცია დევს შემდეგ ლინკზე – http://www.cinedoc-tbilisi.com/wp-content/uploads/2017/03/Civil-Pitch-2017.pdf
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 აპრილი.
ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ციმინტია : cinedoc.tsimintia@gmail.com (+995 555 12 55 65)
თეონა კუბლაშვილი: civilpitch.tbilisi@gmail.com (+995 595 545 727)
Leave a Reply