ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექციათა ახალ კურსს იწყებენ

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექციათა ახალ კურსს იწყებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), ილიას   სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დაიწყო ლექციათა ახალი ციკლი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ილიას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო კურსის (MPA) სტუდენტებისთვის. სალექციო კურსი სტენფორდის უნივერსიტეტისა და EPRC–ის მიერ 2016 წლის იანვარში ორგანიზებული ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებმა მოამზადეს.

LAD (Leadership Academy for Development) არის სტენფორდის უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამა საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერებაა.

სტენფორდთან წარმატებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგად, წელს LAD–ი თბილისში ჩატარდა. კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის ლიდერები საქართველოდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან ხუთი დღის განმავლობაში ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში მსოფლიოში წამყვან პროფესორებთან და მეცნიერებთან, ფრენსის ფუკუიამასა (სტენფორდის უნივერსიტეტი) და ალან ტრეგერთან (ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი) ერთად. კურსი ACCESS-მა, GGI-მ და ილიას უნივერსიტეტმა დააფინანსეს. ტრენინგ კურსზე ლექტორები და 25 მონაწილე იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ეფექტიანი რეფორმების გატარებას რთულ გარემოში. მათ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით და ქვეყანაში არსებული სპეციფიკური ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, დეტალურად გააანალიზეს სხვადასხვა სიტუაციური მოდელი და მიიღეს ახალი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრონ სწორად პრიორიტეტები, დაგეგმონ კონკრეტული ქმედებები და გაზარდონ პარტნიორობა პრობლემების ეფექტიანად გადასაჭრელად.

LAD-ის დასრულების შემდეგ, EPRC-ი და ილიას უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, გაეგრძელებინათ თანამშრომლობა, გამოეყენებინათ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეექმნათ ერთობლივი საSHIO KHETSURIANIლექციო კურსი ილიას უნიევრსიტეტის MPA სტუდენტებისთვის, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მიეძღვნებოდა. უფრო კონკრეტულად, კურსი მოიცავს ისეთ თემებეს, როგორიცაა: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა და ამ პროცესის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე; ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაციის პროცესი; საქართველოს ვალდებულებები და შესაძლებლობები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით; ევროკავშირის რეგულაციები – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები; სიძულვილის ენა და ანტიევროპული პროპაგანდა ქართულ მედიაში და ა.შ.

სტუდენტებს საშუალება აქვIlia University Lecturesთ, კურსის ფარგლებში მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია სწორედ იმ  ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ  არიან ან იყვნენ ჩართულები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილისგან, საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის მოადგილისგან, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელისგან და სხვა ექსპერტებისგან. ლექციების ჩატარების გარდა, მოწვეული ლექტორები სტუდენტებს კონკრეტული კვლევების ჩატარებასა და ქეისების (case study) მომზადებაშიც ეხმარებოდნენ.

პირველი სალექციო კურსი არჩევითი იყო და ის 16 მაისს დასრულდა. მომავალი სემესტრიდან (2016 წლის სექტემბერი) კურსი MPA–ს სავალდებულო კურიკულუმის ნაწილი გახდება. ილიას უნივერსიტეტი კურსის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ხოლო EPRC-ი მის პროგრამულ შინაარსზე, ასევე სტენფორდის უნივერსიტეტთან და LAD–ის კურსდამთავრებულებთან (ამჟამინდელ და მომავალ მოწვეულ ლექტოერბთან) კომუნიკაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

EWMI ACCESS–ი მოხარულია, რომ EPRC-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ერთი პროექტის, LAD–ის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და ეს თანამშრომლობა ახალგაზრდებისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

Write a Comment

Leave a Reply

<