გაფართოებული სახელმწიფო სერვისები სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის

გაფართოებული სახელმწიფო სერვისები სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის პროგრამებში სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა შეიტანა. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით თითქმის ერთი წელია მუშაობს. აქამდე სახელმწიფო პროგრამა სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სკრინინგის, ქირურგიული მკურნალობის და იმპლანტის ხარჯებს ფარავდა, თუმცა არ ითვალისწინებდა შემდგომ რეაბილიტაციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სმენაპროთეზირებული ბავშვების განვითარებისთვის და სოციალური ინტეგრაციისთვის.

მოკლევადიანი სარეაბილიტაციო პროგრამის ეფექტურობის საჩვენებლად, „სთეფ ფორვარდმა“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისში საპილოტე ბანაკი მოაწყო, რომელშიც 10–მა სმენაპროთეზირებულმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. სმენითი და მეტყველების თერაპიის ინტენსიური კურსის შემდეგ ბავშვების უნარები მრავალ ასპექტში გაუმჯობესდა.

კურსის შედეგების საფუძველზე, „სთეფ ფორვარდმა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოკლევადიანი სარეაბილიტაციო პროგრამის დასანერგად რეკომენდაციები და რეალისტური გეგმა წარუდგინა. „სთეფ ფორვარდს“ ამ პროცესში ბავშვების მშობლები და ექსპერტებიც უჭერდნენ მხარს, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო – მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრები სმენაპროთეზირებული ბავშვები  სარეაბილიტაციო კურს უფასოდ გაივლიან.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<