ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდები საზოგადოებრივ პროცესებში ერთვებიან

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდები საზოგადოებრივ პროცესებში ერთვებიან

სამცხე ჯავახეთში, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, სამოქალაქო ჩართულობის დონე ძალიან დაბალია. ღია საზოგადოების ფონდის ჩატარებული კვლევის თანახმად, რეგიონის მოსახლების 83%-ს არასოდეს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის.  დაბალ ჩართულობას ხელს უწყობს ენის ბარიერი, ვინაიდან ეთნიკური უმცირესობებისათვის საჯარო ინფორმაცია თუ სხვა საჭირო დოკუმენტაცია არაა ხელმისაწვდომი მათ  ენაზე.

მიუხედავად ამისა, რეგიონში არიან აქტიური მოქალაქეები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც თანასოფლელებსა და თანაქალაქელებს ეხმარებიან გააქტიურდნენ საკუთარი, თუ სოფლის/თემის ინტერსების დასაცავად. ერთ-ერთი ასეთია ნინოწმინდაში მოქმედი ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, რომელმაც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აგვისტოში მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ 20 ახალგაზრდას ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე, სამოქალაქო ჩართულობის გზებზე და სამოქალაქო აქტივიზმის არსსა და მნიშვნელობაზე. ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდები მათ სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანიებს განახორციელებენ. ამ პროცესში მათ „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დაეხმარება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<