საარჩევნო მედიაცენტრები საქართველოს რეგიონებში

საარჩევნო მედიაცენტრები საქართველოს რეგიონებში

საარჩევნო მედიაცენტრები, რომლებიც დემორკატიული ჩართულობის ცენტრებში ფუნქციონირებს, აქტიურ როლს თამაშობენ რეგიონებში არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაში. მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

საარჩევნო მედიაცენტრები 26 ივლისს 10 ქალაქში (ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუ14568095_513412752199637_2544879243975091579_nთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი.) ერთდროულად გაიხსნა. ისინი ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, რაც მოიცავს  მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის და არჩევნების შემდგომ პერიოდსაც.

მედიაცენტრები  მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. მედიაცნეტრებში ტარდება ბრიფინგები, დებატები საარჩევნო სუბიექტებს შორის, დისკუსიები არჩევნების თემაზე, საინფორმაციო და საკოორდინაციო შეხვედრები, ტრენინგები, ფოკუს–ჯგუფები და ა.შ. ცენტრის თანამშრომლები თავადაც არიან ჩართულები ზოგიერთი ღონისძიებების ორგანიზებაში და აუდიტორიის მოწვევაში.

rustavi-centerყველა დაინტერესებულ სუბიექტს შეუძლია თანაბრად და შეუზღუდავად ისარგებლოს სააჩევნო მედიაცენტრების რესურსებით (საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და ა.შ.). წელს განახლდა ცენტრების კომპიუტერული და ტექნიკური ბაზა, რათა ურუნველყოფილიყო შეუფერხებელი და სწრაფი სამუშაო გარემო.

დაარსების დღიდან (26 ივლისი) არჩევნების დღის ჩათვლით (8 ოქტომბერი) მედიაცენტრებში საარჩევნო თემაზე ჩატარდა 451 ღონისძიება, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 9,200 მოქალაქე (მათი 57% იყვნენ ქალები, 32% ახალგაზრდები და 10% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები). ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ ეს ღონისძიებები 393-ჯერ გააშუქა.

საპარლამენტო არჩევნების დღეს მედიაცენტრები საარჩევნო უბნების გხსნამდე ერთი საათით ადრე გაიხსნა და გვიან ღამემდე იყო ღია. ამ დღეს მედიაცენტრებში ჩატარდა რამდენიმე ბრიფინგი არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით. ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებები ინტენსიურად იყენებდნენ ცენტრის რესურსებს მოვლენების გასაშუქებლად. USAID-ის კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ბატონი დაგლას ბოლი არჩევნების დღეს გორის საარჩევნო მედიაცენტრს ეწვია და იქ მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.  8 ოქტომბერს ჯამში 306-მა ადამიანმა ისარგებლა მედიაცენტრებით.

batumi

14650078_513412705532975_6468191863922709445_n

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<