საარჩევნო მედიაცენტრების საქმიანობის მიმოხილვა

საარჩევნო მედიაცენტრების საქმიანობის მიმოხილვა

საარჩევნო მედიაცენტრები, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებშია განთავსებული, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონებში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით. გახნსნის დღიდან (26 ივლისი, 2016) 27 აგვისტოს ჩათვლით მედიაცენტრებში არჩევნებთან დაკავშირებით 150 ღონისძიება გაიმართა, რომლებსაც  3,453 ადამიანი დაესწრო (მათი 57% იყვნენ ქალები, 29% ახალგაზრდები და 6% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები). ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ და ცენტრალურ მედიაში (104 მედიაგაშუქება).

პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები მედიაცენტრებს ყველაზე აქტიურად იყენებდნენ – მათი ორგანიზებით ღონისძიებების დაახლოებით 40% გაიმართა, რომლებიც მოიცავდა: პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან შეხვედრებს წინასაარჩევნო კამპანიის დასაგეგმად, საჯარო დისკუსიებს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკთხებზე და საკუთარ საარჩევნო პროგრამებზე; მედიაბრიფინგებს წინასაარჩევნო გარემოს და დარღვევების გასაშუქებლად და ა.შ.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაცენტრების რიგით მეორე ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან – მათი ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო სემინარები ქალებთან და ახალგაზრდებთან; ფოკუს-ჯგუფები არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად; ტრენინგები არჩევნების დამკვირვებლებისთვის და მოხალისეებისთვის; დისკუსიები წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით და ა.შ. საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფები მართვადნენ საინფორმაციო შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასების და ამ კუთხით არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.

თავად მედიაცენტრების ინიციატივით გაიმართა საჯარო დოსკუსიები და საინფორმაციო სემინარები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და  რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით. შეხვედრების მიზანი იყო პოლიტიკოსებისთვის მოსახლეობის საჭიროებების მიწოდება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების განხილვა, და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ღონისძიებები დაეთმო შემდეგ საკითხებს: ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემები არჩევნებში მონაწილეობის მხრივ; ღია დისკუსიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შორის საარჩევნო პორგრამების და პრიორიტეტების განხილვის მიზნით; დებატები პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით;  საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის არჩევნების პროცედურების და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მედიაცენტრებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ინტერვიუები ჩაწერეს.

საარჩევნო მედიაცენტრებს მხარდაჭერას უწევს USAID-ი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ.

ქვემოთ იხილეთ დეტალური ინფორმაცია ცენტრებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ:

საარჩევნო მედიაცენტრები 26 ივლისი – 6 აგვისტო, 2016 8-13 აგვისტო,  2016 15-20 აგვისტო,  2016 22-27 აგვისტო.  2016 ჯამი
მონაწილეთა რაოდენობა 981 277 1 135 1 060 3 453
ქალები % 57 52 54 66 57
ეთნიკური უმცირესობები % 6 7 4 5 6
ახალგაზრდები % 30 26 23 37 29
ღონისძიებების რაოდენობა 52 15 44 39 150
მედიაგაშუქება 47 22 35 133 104
ყველაზე აქტიური მომხმარებელი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (42%) პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (26.5%) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები  (26.5%) პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (43%) პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (43%) პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (39%)

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<