რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

10 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოთვის“ წარადგინა  კვლევის შედეგები თემაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.

კვლევა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხრდაჭერით მომზადდა და შემდეგი საკითხები მოიცვა:

  • რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით
  • ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები
  • რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა
  • ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე

კვლევამ პასუხები გასცა უკარინა-რუსეთის ომის ფონზე გააქტიურებულ კითხვებს საქართველოში რუსულ ენერგეტიკულ გავლენებთან დაკავშირებით, ამ კუთხით არსებულ საფრთხეებზე და მათი განეიტრალების შესაძლო გზებზე.

კვლევის ძირთადი დასკვნის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა სისტემატურად შეაფასონ არსებული და მოსალოდნელი რისკები და შეიმუშავონ შესაბამისი სცენარები და სამოქმედო გეგმები.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ.

Write a Comment

Leave a Reply

<