დოკუმენტური კინოჩვენებები – „ რა მოხდა რუსეთში“

დოკუმენტური კინოჩვენებები – „ რა მოხდა რუსეთში“

მარტში „დოკუმენტური კინოს ასოციაციამ“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  დოკუმენტური კინოს საშუალებით მოქალაქეების ინფორმირებასა და ჩართვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირების შემდეგ „დოკას კინოკლუბში“ გაიმართა კინოჩვენებები სახელწოდებით „რა მოხდა რუსეთში“. უცხოური  აგენტების შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რასაც ნელ-ნელა მოჰყვა დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა. კინოჩვენებებზე წარმოდგენილი ფილმები მაყურებელს მოუთხრობდა, თუ რა მოხდა რუსეთში კანონის ძალაში შესვლის შემდეგ და რა გავლენა იქონია მან სამოქალაქო სექტორსა და კონკრეტულ ადამიანებზე. სულ ჩატარდა ოთხი კინოჩვენება და დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რეჟისორები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროექტის მხარდაჭერით კვლავ გაიმართება კინოჩვენებები აქტუალურ  საკითხებზე. ასევე, დაგეგმილია დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშემწყობი აქტივობები.

Write a Comment

Leave a Reply

<