დისკუსიები თბილისის მერობის კანდიდატებთან ქალაქის ურბანულ და გარემოსდაცვით საკითხებზე

დისკუსიები თბილისის მერობის კანდიდატებთან ქალაქის ურბანულ და გარემოსდაცვით საკითხებზე

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისის მოსახლეობა ქალაქის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის გარემოს დაბინძურებას (44%), საგზაო მოძრაობას (41%), პარკირებას (27%), გზებს (24%), პარკებს და გამწვანებას (23%) და საზოგადოებრივ ტრანსპორტს (17%) მიიჩნევს. თბილისში 500,000–მდე მანქანაა და მათი დიდი უმრავლესობა 10 წელზე მეტისაა. მწვანე საფარი კი ქალაქში სამშენებლო პროექტების ხარჯზე სწრაფად მცირდება. ამ პრობლემების სიმწვავის გამო, ACCESS-ის პროექტმა გადაწყვიტა თბილისის მერობის კანდიდატებთან ინდივიდუალური დისკუსიები გამართოს და მათი ხედვები მოისმინოს.

სექტემბერში ACCESS-მა დისკუსიები თბილისის მერობის ხუთ კანდიდატთან გამართა: ალექსანდრე ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი), ზაალ უდუმაშვილი (პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო – მოძრაობა თვისუფლებისთვის“), თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა“) და გიორგი ვაშაძე („კოალიცია ერთობა–ახალი საქართელო“). შეხვედრებს ესწრებოდნენ ექპერტები, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოკლე პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრები კითხვა–პასუხის ფორმატში გრძელდებოდა, სადაც დამსწრეებს კითხვების დასმის გარდა, კანდიდატებისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარებაც შეეძლოთ.
ოქტომბერში ასეთი დისკუსიები თბილისის მერობის კიდევ ორ კანდიდატთან (კახა კალაძე და კახა კუკავა) გაიმართება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<