საჯარო დისკუსია „უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია: არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები“
30 მარტს, 11:00 სთ-ზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოებისა განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ორგანიზებით, გაიმართება ღია დისკუსია საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. დისკუსიის მიზანი დაინტერესებულ მხარეებს შორის (ხელისუფლება, აკადემიური წრეები, უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციები, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტური ჯგუფები) კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა.
დისკუსიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, საკანონმდებლო-მარეგულირებელი ჩარჩოს გავლენა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაზე; პრაქტიკაში არსებული პრობლემები; ე.წ. „ოდეერების“ პრობლემა; სტუდენტებს, თსუ-ს რექტორსა და განათლების სამინისტროს შორის 16 მარტის შეთანხმებით დაგეგმილი რეფორმები; უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური თავისუფლება და სხვ. მონაწილეები ასევე ისაუბრებენ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზე და ამ პროცესში სტუდენტების როლზე.
დღის წესრიგი
- თამუნა ქაროსანიძე, ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელი – შესავალი სიტყვა
- რეზო ხოფერია, თავისუფალი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – “უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო: გამოწვევები და საერთაშორისო ვალდებულებები”
- გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი – “უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება”
- ოთო კობახიძე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელი – “სტუდენტების როლი უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის უზრუნველყოფის საქმეში”
- სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამების დირექტორი – ე.წ. „ოდეერ“-ების გავლენა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაზე
- გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – “მთავრობის ხედვა და სამომავლო გეგმები უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით”
დასწრება თავისუფალია.
Leave a Reply