COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამა სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის
საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე
პროექტების ხანგრძლივობა: 1 თვიდან – 3 თვემდე
განაცხადების შემოტანის ვადა: ღია
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამას სამოქალაქო აქტივივისტების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და სამოქალაქო მოძრაობებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო ჯგუფებს, რეაგირება მოახდინონ COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:
- COVID-19-ის გავრცელების შემცირება საქართველოში
- COVID-19-ის შედეგების შემსუბუქებაში მონაწილეობა
- მოქალაქეების ინფორმირება და მხარდაჭერა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში.
- ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
- პანდემიაზე რეაგირებაში სამოქალაქო ხმების გაძლიერება
- COVID-19-ისპანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების მნიშვნელოვან მხარეებზე ეფექტური რეაგირება.
COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საგრანტო ფონდის ამოწურვამდე. EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში – 3-7 დღეში განიხილავს.
COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტები ნატურალური ფორმის (in-kind) გრანტებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აქტივობის ხარჯს პირდაპირ EWMI ACCESS-ი დაფარავს. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ საქონლის/სერვისის და მიმწოდებლების სია შესაბამისი ფასების მითითებით.
COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტებით არ დაფინანსდება:
- მიმდინარე პროექტები
- სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
- ისეთი აქტივობები, რომლებიც იმეორებს არსებულ ინიციატივებს და
- უკვე გაწეული ხარჯები
აპლიკანტებმა ელეტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ „COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტი“. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ანი ნიქაბაძეს, EWMI ACCESS-ის სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორს, ელ. ფოტის მისამართზე anikabadze@ewmi.org .
სააპლიკაციო ფორმა – EWMI ACCESS_Covid Response Grants for Citizens_Application Form_GEO
Leave a Reply