კონფერენცია „თბილისის ურბანული განვითარების პრობლემები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“

კონფერენცია „თბილისის ურბანული განვითარების პრობლემები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“

20 მაისს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტმა თბილისის ურბანული დაგეგმარების. საგზაო უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მოძრაობის საკითხებზე კონფერენცია გამართა.

ბოლო წლებში თბილისი სისტემური გამოწვევის წინაშე დადგა: გადატვირთული და მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა, გახშირებული საგზაო შემთხვევები, ქაოტური მშენებლობები, მწვანე საფარის დეგრადაცია და ა.შ. ეს პრობლემები სერიოზულად აუარესებს თბილისში ცხოვრების სტანდარტებს, აფერხებს ქალაქის მდგრად განვითარებას და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

6ოფიციალური მონაცემებით, ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო წელს 6%-ით გაიზარდა, თბილისში კი 44%-ით, რაც უტოლდება ყოველ 100,000 ადამიანზე 16 გარდაცვლილს. ეს მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების ანალოგიოურ მაჩვენებლებთან შედარებით ოთხჯერ მაღალია. ამას გარდა, სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეულმა ხარჯებმა ავტოსაგზაო  შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციისთვის 2015 წელს დაახლოებით 10 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანური ზიანის გარდა, მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა და საგზაო უსაფრთხოების დაბალი დონე დიდ ტვირთად აწვება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს.

კონფერენციაზე დისკუსია შემდეგ საკითხებს დაეთმო: როგორ უნდა გახადოს მთავრობამ თბილისის ქუჩები უფრო უსაფრთხო და ნაკლებად გადატვირთული? რა უნდა იყოს პრიორიტეტი – კერძო მანქანების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ მეტი გზების და ესტაკადების მშენებლობა? საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობაა თბილისისთვის ყველაზე ოპტიმალური? რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტები საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელებისათვის? როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების რეგულირება და მწვანე საფარის შენარჩუნება? რას აკეთებს ქალაქის ხელისუფლება აღნიშნული მიმართულებებით?

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში.  ამ მიზნით  ACCESS-ის პროექტი გასცემს გრანტებს და აწყობს თემატურ დისკუსიებს.

1 2a 2aa 5 7 8 10 11 12 18 17 (2) 16 15 13 19 20 26 25 24 23 21

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<