სამოქალაქო კამოანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს იღებს.
კამპანია, რომელიც საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება, ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფოთის პორტთან პარტნიორობით.
კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების და ჰაერის დაბინძურების საკთებზე. კამპანიის ფარგლებში 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
კვირეულის განრიგი:
17 სექტემბერი – რუსთავი, ბოლნისი, საგარეჯო
18 სექტემბერი – ახალციხე, ამბროლაური
19 სექტემბერი – მცხეთა, წეროვანი, გორი, ზუგდიდი
20 სექტემბერი – ხარაგაული, ქუთაისი
21 სექტემბერი – ლანჩხუთი, ბათუმი
22 სექტემბერი – თბილისი (დღე ავტომობილების გარეშე)
სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.
Leave a Reply