რეგიონული სამოქალაქო კვირეული

რეგიონული სამოქალაქო კვირეული

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით,  21-26 მაისის პერიოდში, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის – RCSN-ის წევრებმა) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა, „სიდა“-ს ხელმძღვანელობით საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული გამართეს. კვირეულის ფარგლებში 10 ქალაქში (ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ჭიათურა, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი და საგარეჯო) საინფორმაციო სემინარები, დისკუსიები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული ექპერტები უძღვებოდნენ.

დისკუსიებზე დეტალურად გაინიხილეს, თუ როგორ როგორ მომწიფდა დამოუკიდებლობის იდეა საქართველოში და რა მოვლენებმა განაპირობეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება; როგორ ცდილობდა საბჭოთა პროპაგანდა ამ მოვლენის დემონიზებასა და ისტორიიდან ამოშლას და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მოვლენების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღება და გავრცელება.

გარდა ამისა, ცალკე სემინარები დაეთმო იმის განხილვას, თუ რა ღირებულებებს ეფუძნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (გენდერული თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შრომითი უფლებები და სხვ.); რა მოვლენები ვითარდებოდა დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში: გატარებული რეფორმები სოფლის მეურნეობის და თვითმმართველობის სფეროებში; 1919 წელს პირველი დემოკრატიული არჩევნები; კონსტიტუციის მიღება და კონსტიტუციონალიზმის ისტორია 1918 წლიდან დღემდე; იმდროინდელი აქტიური კულტურულ ცხოვრება; პირველი რესპუბლიკის დამუფუძნებელი მამების მოღვაწეობა; დამფუძნებელთა კრება და მასში ქალების ჩართულობა და ა.შ.

26 მაისს, სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე 100 წლის წინ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის საჯარო კითხვა მოაწყვეს, შემდეგ კი ბანერზე განთავსებულ დეკლარაციას სიმბოლურად მოაწერეს ხელი. ხელმოწერას რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მოსახლეობას დაურიგდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლები (მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), სტიკერები ციტატებით საქართველოს კონსტიტუციიდან, გულსაბნევები, რომლებზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების და მისი ცალკეული წევრების ფოტოები იყო გამოსახული (მათ შორის ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების). ამ სიმბოლური ღონისძიებით სამოქალაქო კვირეული დასრულდა.

რეგიონული სამოქალაქო კვირეული EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ კვირეულის ამსახველი ფოტოები:

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<