ვაშლიჯვარში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად სამოქალაქო კამპანია დაიწყო

ვაშლიჯვარში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად სამოქალაქო კამპანია დაიწყო

თბილისის ვაშლიჯვრის უბანი სწრაფად იზრდება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი მოსახლეობის საჭიროებებს ფეხს ვერ უწყობს – ავტობუსები გადატვირთულია, საფეხმავლო გადასასვლელები თითქმის არ არსებობს, ავტობუსის გაჩერებები მოუწყობელია, ცუდ მდგომარეობაშია ტროტუარები. ამ პრობლემების წარმოჩენისა და მოგვარების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტმა მარინა მესხმა, ვაშლიჯვრის სამეზობლოს თემთან ერთად, სამოქალაქო კამპანია დაიწყო, რომელსაც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა უჭერს მხარს.

აპრილში აქტივისტების ჯგუფმა ვაშლიჯვრის მცხოვრებლების მობილიზება და კრეატიული სამოქალაქო კამპანია დაიწყო. პირველი პერფომანსი თბილისის მერის ფიგურასთან ერთად პიკის საათში ავტობუსით მგზავრობა იყო: მერის ფიგურას იმ სირთულეების გავლა მოუწია, რასაც ვაშლიჯვრის მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. მგზავრობის ვიდეოები სოციალურ მედიაში განთავსდა. ამ საკითხზე “რადიო თავისუფლებამ” ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. პერფორმანსის მიზანი იყო თბილისის მერისა და ფართო საზოგადოებისათვის ცხადად დაენახვებინა ვაშლიჯვრის უბნის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

პროექტის მხარდაჭერით კიდევ მრავალი საინტერესო ინიციატივა განხორციელდება.

Write a Comment

Leave a Reply

<