მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) პროგრამა – საპროექტო იდეების კონკურსი

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) პროგრამა –  საპროექტო იდეების კონკურსი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტი (ACCESS) იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონულ ორგანიზაციებს, „მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამაში“ (COG) საპროექტო იდეების წარსადგენად.

„მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის“ ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

  1. იმუშაონ მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე და
  2. ამ პროცესში აქტიურად ჩართონ დაინტერესებული მოქალაქეები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო იდეები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად უკვე ნაცადი და წარმატებული ან ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

საგრანტო პროგრამის ვადები:

კონკურსის გამოცხადება 2 დეკემბერი, 2019
ღია კარის დღე 10 დეკემბერი, 2019
საპროექტო იდეების წარდგენის ბოლოო ვადა 23  დეკემბერი, 2019

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ – EWMI ACCESS_Year 6_COG RfCP_GEO_Nov2019

სააპლიკაციო ფორმა A: EWMI ACCESS_Grant Project Concept Paper_A_GEO

სააპლიკაციო ფორმა B: EWMI ACCESS_Grant Project Concept Paper_B_GEO

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<