არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყო !

არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყო !

EWMI ACCESS-ი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ამ ეტაპზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 7 ორგანიზაცია, რომლებიც პროგრამაში 2016 წლის დეკემბრიდან ჩაერთვებიან. ესენი არიან: დემოკრატიის ინსტიტუტი, (ბათუმი), სიქა (რუსთვი), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative(თბილისი), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (თბილისი), Orbeliani Georgia (თბილისი), იარე ფეხით Iare Pekhit (თბილისი), პირველი ნაბიჯი საქართველო (თბილისი).

ACCESS-ის პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC ხუთი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს შერჩეულ ორგანიზაციებთან. თავდაპირველად მოხდება მათი შესაძლებლობების შეფასება და ამის შემდეგ თითოეულ ორგანიზაციას ინდივიდუალური დახმარება გაეწევა (კონსულტაციები, დოკუმენტებზე მუშაობა და ა.შ.). ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა თანამონაწილეობითი სასწავლო პროცესია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ეს პროგრამა მათ ორგანიზაციულ საჭიროებებს მიუსადაგონ.

ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა წელიწადში ორჯერ ცხადდება და ღიაა ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. ეს პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 15-მა ორგანიზაციამ მიღო.

13 დეკემბერს ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა, რის შემდეგაც დაიგეგმება დეტალური სამუშაო გრაფიკი. EWMI ACCESS-ი შერჩეულ ორგანიზაციებს წარმატებებს უსურვებს.

ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა ეხმიანება EWMI ACCESS-ის მთავარი მიზანს – საქართველოში ძლიერი და მდგარდი სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.

1 2 3 4 5 6

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<