CANVAS-ის სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივისტებისთვის

CANVAS-ის სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივისტებისთვის

26-30 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში CANVAS-ის უცხოელმა ტრენერებმა სამოქალაქო აქტივისტებისთვის სასწავლო კურსი ჩაატარეს. კურსის მთავარი თემა სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი და კრეატიული სტრატეგიები და ფორმები იყო. CANVAS-ს მსგავსი ტრენინგები 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული.

სასწავლო კურსში მონაწილეობა 21 აქტივისტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ აქტივისტები თბილისიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან. რეგიონული წარმომადგენლობის გარდა მრავალფეროვანი იყო მონაწილეთა ინტერესის სფეროებიც – გარემოს დაცვა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, უმცირესობების უფლებების დაცვა, ბავშვების უფლებების დაცვა, თემის განვითარება და ა.შ.

სასწავლო კურსის დახმარებით აქტივისტები, ერთის მხრივ, არაძალადობრივი პროტესტის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების ახალ მიდგომებს გაეცნენ, მეორეს მხრივ კი მათ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს და საერთო ინტერესებიც გამოკვეთეს. თეორიულ ნაწილთან ერთად, კურსი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით — სამოქმედო გეგმების მონახაზების შემუშავებითა და კამპანიების დაგეგმვით.

ხუთდღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ CANVAS-ი მონაწილეებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევს და მათთვის დამატებით ჯგუფურ ტრენინგ-სესიებს ჩაატარებს შემდეგ თემებზე: კამპანიის ბრენდინგი და ვიზუალური კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა, ფონდების მოძიება და სხვ.

სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტებისთვის სასწავლო კურსები წელიწადში ორჯერ ტარდება. მონაწილეები ღია კონკურსით შეირჩევიან.

Related Articles

Write a Comment

<