„მდინარის ტვირთი“ – გამოფენა მდინარე ვერეს გარემოსდაცვით წუხილებზე

„მდინარის ტვირთი“ – გამოფენა მდინარე ვერეს გარემოსდაცვით წუხილებზე

16-19 ნოემბერს, არტ ჯგუფის კოლექტიური მარცხის ორგანიზებით გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „მდინარის ტვირთი“, რომელიც მდინარე ვერეს გარემოსდაცვით წუხილებს ასახავდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები (ინსტალაციები, ფერწერული ტილოები, მოზაიკა) ერთი მხრივ გვიჩვენებდნენ ბუნებაში ადამიანის ჩარევის დესტრუქციულ გავლენას, ხოლო მეორე მხრივ წარმოგვიდგენდნენ ალტერნატიულ რეალობას, სადაც ვერეს ხეობა ბუნებისა და ადამიანების ჰარმონიული  თანაარსებობის ადგილად ქცეულიყო.

მდინარე ვერე სათავეს იღებს დიდგორის მთებიდან და 40-ზე მეტი კილომეტრი მოედინება. სანამ მტკვარს შეუერთდება, მდინარე თბილისის სამ უბანს – საბურთალოს, ვაკეს და ბაგებს გადის. თუმცა, თბილისში ვერე არ ჩანს, რადგან მდინარე გვირაბებშია მოქცეული. არტ ჯგუფის „კოლექტიური მარცხის“ მიზანია თბილისის მცხოვრებლებმა დაინახონ მდინარე ვერე და დაფიქრდნენ მის რეკრეაციულ პოტენციალზე, ასევე, გაიაზრონ მდინარე ვერეს გარემოსდაცვითი პრობლემები, რაც ზრდის ღვარცოფისა და წყალმოვარდნების რისკს.

მდინარე ვერეს გარემოსდაცვით პრობლემებზე „კოლექტიურმა მარცხმა“ ასევე მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც და განხილვა გამოფენის პირველ დღეს მოხდა.  ფილმი მალე გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში.

ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც მდინარის ხეობაში ჩაყრილი ნარჩენებისაგან შეიქმნა, გამოფენის შემდეგ თბილისის ქუჩებში განთავსდა როგორც შეხსენება, რომ მდინარე ვერეს მოფრთხილება სჭირდება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით ასევე მოეწყო საინფორმაციო ტური ვერეს ხეობაში, სადაც დაინტერესებულმა ადამიანებმა აუდიო-ვიზუალური საშუალებებით უკეთ აღმოაჩინეს ვერეს ხეობა.

პროექტი განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

Write a Comment

Leave a Reply

<