საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და ფილანტროპიის სამართლებრივი გარემოს შეფასება

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ინიციატივით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და კორპორაციული და ინდივიდუალური ფილანტროპიის სამართლებრივი გარემოს შეფასება საქართველოში.
კვლევა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა — არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL) და არასამეწარმეო სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) — მოამზადეს. მისი მიზანი ამ სფეროში არსებული ხარვეზებისა და კარგი პრაქტიკის გამოკვეთა და მომავალში საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება იყო.
შეფასების დოკუმენტი მოიცავს შემდეგ თემებს:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შემოწირულობებთან და შემოსავალთან დაკავშირებული ზოგადი რეგულაციები
- ინდივიდუალური ფილანტროპია
- კორპორაციული ფილანტროპია
- ფინანსების მოზიდვის კონკრეტული მეთოდების თავისებურებები
- შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან
- სოციალური მეწარმეობა
- მოხალისეობა
- სახელმწიფო დაფინანსება.
დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები. მასში გამოკვეთილია არსებული შესაძლებლობები და დადებითი ტენდენციებიც.
შეფასების ანგარიში იხილეთ აქ –ICNL შეფასების ანგარიში
Leave a Reply