ქართული თეატრების მართვის პრობლემების შეფასება

ქართული თეატრების მართვის პრობლემების შეფასება

კულტურის სექტორში ბოლო პერიოდში გატარებულმა პოლიტიკამ, მოძველებულმა კანონმდებლობამ და კულტურის მუშაკებში მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის ნაკლებობამ  კულტურის სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ცვლილებების სცენა“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის (კერძოდ თეატრის) სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენას და სფეროს მართვის პროცესის გაუმჯობესებას თანამედროვე მიდგომების დანერგვით.

აპრილში, პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა სამაგიდო კვლევა და საექსპერტო ინტერვიუები, რის შედეგადაც შეფასდა საქართველოში არსებული პროფესიული თეატრების მართვის, ფუნქციურ-ინსტიტუციური მოწყობისა და დაფინანსების მოდელი. ასევე, მოხდა ინგლისის, გერმანიისა და ლიეტუვის გამოცდილების შესწავლა. კვლევის მთავარ მიგნებებზე მალე  ვიზუალური მასალები მომზადდება.

მაისიდან სისტემატურად გაიმართება პროფესიული განხილვები, სადაც სფეროს წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან იმსჯელებენ პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხების სისტემური კვლევა და პროფესიული განხილვა საქართველოში პირველად იმართება.

Write a Comment

Leave a Reply

<