საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზი
30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში“ (მის. შოთა რუსთაველის გამზ. #13), CRRC-საქართველოს და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, ტარდება კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის მიზანია ქვეყანაში არსებული საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაყვანების სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობა, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა და ამ სფეროს გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ორი ანგარიში: 1. საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში: მძღოლების, ავტოსადგურის ადმინისტრაციისა და მგზავრების შეხედულებები; და 2. საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში: ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ანალიზი.
შეხვედრაზე საზოგადოებას კვლევის მიგნებებს გააცნობენ CRRC-საქართველოს მკვლევარი – გიორგი ბაბუნაშვილი და ტრანსპორტის მკვლევარი – გიორგი კანკია, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, გოგიტა გვენეტაძე ისაუბრებს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.
Leave a Reply