არასამთავრობო ორგანიზაცია „წერტილის“ მიზანია სტუდენტების ხმის გაჟღერება და მათი ჩართვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „წერტილმა“ კრეატიული გზების (მათ შორის იუმორის) გამოყენებით ახალგაზრდებს ჩართულობის არაერთი შესაძლებლობა შესთავაზა. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Stand-up შოუები იყო, სადაც ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, კულტურის, მედიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები თავიანთ Stand up-ებში სხვადასხვა საკითხზე იუმორით საუბრობდნენ და აუდიტორიას მსჯელობაში რთავდნენ. პროექტის განმავლობაში გაიმართა 10 Stand-up შოუ, რომელსაც 600-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე (თავდაცვის მოდელი და შრომითი უფლებები) გაიმართა ორი საჯარო დებატი. ცალკე დისკუსია დაეთმო საქართველოში არსებულ გამოსახლების პოლიტიკას და იმ პრობლემებს, რასაც ადამიანები გამოსახლებამდე მიჰყავს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო კინოჩვენებები და შემდგომი განხილვები.
Leave a Reply