სამოქალაქო ჩართულობის ახალი ინიციატივები თბილისსა და რეგიონებში

სამოქალაქო ჩართულობის ახალი ინიციატივები თბილისსა და რეგიონებში

ივლისში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდა. შერჩეული პროექტების მიზანი სამოქალაქო ჩართულობის გზით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაა.

გამარჯვებული პროექტები:

  • „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ – დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ადვოკატირება.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა რეგიონებში საინფორმაციო კამპანიითა და მოქალაქეების ჩართულობით.
  • პლატფორმა „სალამი“ – ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში.
  • „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“  – სტუდენტების გაძლიერება და მათი გააქტიურება საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • „წერტილი“ – სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვისა და გადაჭრის პროცესებში.
  • არტ კოლექტივი „კოლექტიური მარცხი“ – ვერეს ხეობის გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა.
  • „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ახალგაზრდების მხარდაჭერა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში.
  • კოალიცია „განათლება ყველასათვის“ – სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირება.
  • ფოკი ფაჩულია – იმერეთის ქალაქებში აქტიური მოქალაქეების ქსელის შექმნა და მათი ჩართვა დემოკრატიული იდეების გავრცელებაში.

პროექტების განხორციელება აგვისტოდან დაიწყება.

Write a Comment

Leave a Reply

<