სამოქალაქო აქტივისტების კავშირების გაძლიერება

სამოქალაქო აქტივისტების კავშირების გაძლიერება

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა მხარს უჭერს აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ გარემო უკეთესობისკენ შეცვალონ და მეტი ყურადღება მიმართონ იმ პრობლემებისკენ, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. პროგრამა მათ სასწავლო კურსებს, კონსულტაციებს, საგრანტო პროგრამებს და ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს სთავაზობს.

პროგრამის ინიციატივით, 6-7 ივნისს, თბილისიდან და რეგიონებიდან ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით 35 სამოქალაქო აქტივისტი შეიკრიბა. ყველა მათგანს გავლილი ჰქონდა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივ და კრეატიულ ფორმებზე. აქტივისტებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რის მოგვარებასაც ცდილობენ და თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის გზებზეც ისაუბრეს.

საკითხები, რომლებზეც აქტივისტები მუშაობენ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: კულტურის მუშაკების უფლებების დაცვა, ონკოპაციენტი ბავშვებისათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა, ბავშვის ინტერესებზე მორგებული სასკოლო გარემოს შექმნა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თბილისსა და რეგიონებში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, თბილისში ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის  პრობლემების მოგვარება, სტუდენტური პრობლემების აქტუალიზება და ა.შ.

ასეთ მრავალფეროვან და განსხვავებულ გამოწვევებზე საპასუხოდ გაერთიანება და ურთიერთმხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იხილეთ შეხვედრის ვიდეო და გაიცანით შეხვედრის მონაწილეები.

Write a Comment

Leave a Reply

<