მოქალაქეების თანადაფინანსებით თბილისსა და რეგიონებში 18 პროექტი განხორციელდება

მოქალაქეების თანადაფინანსებით თბილისსა და რეგიონებში 18 პროექტი განხორციელდება

Crowdfunding-ი (სახალხო დაფინანსება),  როგორც სამოქალაქო  ინიციატივების დაფინანსების ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი, საქართველოში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული. ამ მიდგომის პოპულარიზაციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ შექმნა ონლაინ პლატფორმა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები დაარეგისტრირონ და შეფასების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, თანხის შეგროვების კამპანიები წამოიწყონ. მათ „ორბელიანი საქართველო“ კამპანიების დაგეგმვაში და მულტიმედია მასალის მომზადებაშიც ეხმარება. თუ სამოქალაქო აქტივისტები საკუთარი იდეების განსახორციელებლად საჭირო თანხის 30%-ს მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ, თანხის დარჩენილ 70%-ს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამიდან მიიღებენ.

ნოემბერის ბოლოს, ორბელიანი მეტის პლატფორმაზე 18 სამოქალაქო ინიციატივისათვის 69,044 ლარი შეგროვდა. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის 70%-იანი თანადაფინანსებით, ჯამში ამ ინიციატივებს 226 000 ლარზე მეტი მოხმარდება და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი ინიციატივები განხორციელდება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში სკოლისათვის უსაფრთხო ჭიშკარი განთავსდება, გურიასა და დუშეთში კინოკლუბი შეიქმნება და კინოჩვენებები გაიმართება, საზღვრისპირა სოფ. ნიქოზში მეკლდეურთა კლუბისთვის სავარჯიშო დარბაზი მოეწყობა, თბილისში ერთ-ერთი პანსიონის ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა, მთაში მცხოვრებ ბავშვებს წიგნები დაურიგდებათ, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გორში სამკერვალო და სასწავლო ცენტრი მოეწყობა და ა.შ.

ამ რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2 დეკემბერს ახალი კონკურსი გამოცხადდა. იდეების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო აქტივისტებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და ორგანიზაციებს. ახალი განაცხადების მიღება 2023 წლის 20 იანვარს. პირველადი შერჩევის გავლის შემდეგ, ინიციატივები გამოქვეყნდება ორბელიანი მეტი-ს პლატფორმაზე და დაიწყება თანხების შეგროვების კამპანია.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<