„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტი (ACCESS) იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონულ ორგანიზაციებს, „მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამაში“ (COG) საპროექტო იდეების წარსადგენად.
„მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის“ ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
- იმუშაონ მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე და
- ამ პროცესში აქტიურად ჩართონ დაინტერესებული მოქალაქეები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო იდეები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად უკვე ნაცადი და წარმატებული ან ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.
საგრანტო პროგრამის ვადები:
კონკურსის გამოცხადება | 2 დეკემბერი, 2019 |
ღია კარის დღე | 10 დეკემბერი, 2019 |
საპროექტო იდეების წარდგენის ბოლოო ვადა | 23 დეკემბერი, 2019 |
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ – EWMI ACCESS_Year 6_COG RfCP_GEO_Nov2019
სააპლიკაციო ფორმა A: EWMI ACCESS_Grant Project Concept Paper_A_GEO
სააპლიკაციო ფორმა B: EWMI ACCESS_Grant Project Concept Paper_B_GEO
Leave a Reply