დისკუსია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე

დისკუსია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე

11 თებერვალს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა (სპიკერი, კომიტეტის თავმჯდომარეები და სხვა წევრები), შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა არასამთვრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით და ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში გამკაცრებული რეგულაციების შემოღებას გულისხმობს (ჯარიმების ქულათა სისტემა, მობილური კამერები და უკონტაქტო პატრულირება, გაზრდილი გადასახადები ჯარიმებზე და ა.შ.). ბოლო წლებში გაზრდილი  საგზაო შემთხვევების გამო შინაგან საქმეთა სამინოსტრომ 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით მოამზადა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი და პარლამენტში წარადგინა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხილვა შეჩერდა. პარლამენტის წევრების თქმით, ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად ამ კანონპორექტს ახლა უკვე ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და არც მთავრობაში და პარლამენტში ჰყავს მოწინააღმდეგე. პარლამენტი კანონპროექტის განხილვას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

უბედური შემთვევების ძირითდი გამომწვევი მიზეზების (სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და სხვ.) აღმოსაფხვრელად „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქულათა სისტემის, უკონტაქტო პარტულირების, მობილური კამერების და გაზრდილი ჯარიმების  შემოღებას. რეკომენდაციების პაკეტი ACCESS-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთელ განაცხადა, რომ მზადაა გამართოს  დამატებითი კონსულტაციები სხვადასხვა მხარესთნ და კანონპროექტიც მათი შენიშვნების მიხედვით შეცვალოს. მაგალითსათვის, სამინისტრომ უკვე ამოიღო მარჯვენასაჭიანი მანაქანების აკრძალვის მოთხოვნა, ვინაიდან ეს საკითხი დარეგულირდა ასეთ მანქანებზე მაღალი საბაჟო გადასახადის შემოღებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იზიარებს მოსაზრებას, რომ დამატებით სანქციებს და კონტროლის მექანიზმებს დადებითი ეფექტი ექნება იმ მძღოლებზე, რომლებიც ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს პატრულის ან/და კამერების არარსებობის პირობებში. თუმცა, ამავდროულად სამინისტრო მზადაა განიხილოს ზოგიერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნები უკონტაქტო პარტულირების შემოღებასთან დაკავშირებით (მაგ: მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკი). ამ მიზნით სამინისტრო შეისწავლის სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას და ასევე მზადაა ითანამშრომლოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან.

შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია სანქციების გამკაცრება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევებზე, ასევე მოწმობის გარეშე მანქანის მართვის შემთხვევებზე. იგულისხმება საგზაო წესების დარღვევების ადმინისტრირების გამკაცრება, ჯარიმების ქულათა სისტემა, ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენის შემთვევაში გამოცდების შესაძლო შემოღება და სხვ. აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო  ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რომლის საშუალებითაც მძღოლები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით კანონპროექტის პირველ საკომიტეტო მოსმენამდე კიდევ ერთი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც მოხდება კანონპროექტის საბოლოო დახვეწა. სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში  გაიმართება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<