თელავის დემოკრატიურლი ჩართულობის ცენტრი სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიურ გარემოს ქმნის

თელავის დემოკრატიურლი ჩართულობის ცენტრი სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიურ გარემოს ქმნის

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო  შეხვედრები და დისკუსიები ხშირად  ჟესტურ ენაზე ითარგმნება.

ეკა კირვალიძე და მაია რაზმაძე თელავში ჟესტური ენის თარჯიმნები და თემის ლიდერები არიან.  მათ  ჟესტური ენის თარჯიმნობა პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტეს, ვინაიდან  ორივეს ყრუ ოჯახის წევრი ჰყავს. ის გამოწვევები და პრობლემები, რაც ყრუთა თემის წარმომადგენლებს არაინკლუზიური გარემოს გამო ექმნებათ, მაიამ და ეკამ საკუთარ ოჯახებში გამოსცადეს.

საქართველოში ყრუთა თემის წარმომადგენლების უფლებები ხშირად ირღვევა – ისინი ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, მათთვის რთულად მისაწვდომია  ფინანსური, სამართლებრივი და სამედიცინო რესურსები და ა.შ. როდესაც ასეთ პრობლემებს აწყდებიან, ისინი ხშირად მიმართავენ  ეკას და მაიას დახმარებისთვის. გარდა ამისა, მაია და ეკა ცდილობენ ყრუ ადამიანებს მაქსიმალურად შეუვსონ საინფორმაციო ვაკუუმი. ამ მიზნით ისინი ხშირად თარგმნიან საჯარო შეხვედრებს და დისკუსიებს ჟესტურ ენაზე, რათა სამიზნე ჯგუფმა საჭირო ინფორმაცია მიიღოს და  ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ჩაერთოს.

მაია რაზმაძე საარჩევნო თელავის მედიაცენტრში დისკუსიას ჟესტურ ენაზე თარგმნის

 „ყრუ ადამიანებს სურთ ჩაერთონ საჯარო დებატებში, რომლებიც ადგილობრივ პრობლემებს ეხება, თუმცა თითქმის შეუძლებელია ასეთი ღონისძიებებისთვის ჟესტური ენის თარჯიმნის პოვნა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს მსგავსი სერვისი არ გააჩნიათ“ ამბობს ქალბატონი ეკა კირვალიძე და ამატებს: „როდესაც თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა საჯარო დისკუსიებზე ჟესტური ენის თარჯიმნებად მიგვიწვია, ყრუთა თემის წარმომადგენლებმა თავი დაფასებულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძვნეს. მათ მხოლოდ 2016 წლის არჩევნების პერიოდში გაიგეს, რომ საქართველოში ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის გარდა, სხვა პარტიებიც არსებობენ“.

ეკა კირვალიძე და მაია რაზმაძე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკუთარი ინციატივითაც ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას. ცოტა ხნის წინ მათ ჩაატარეს სამთვიანი ჟესტური ენის ტრენინგი ყრუ ადამიანების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, რომელსაც 200-მდე მონაწილე დაესწრო. ეკას და მაიას ინიციატივით ასევე ტარდება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე ბავშვების აღზრდა. ისინი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქალთა კლუბის აქტიური წევრებიც არიან და ყრუ ქალების ჩართულობის საკითხებზე მუშაობენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივაა.  ამ დროისთვის 7 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ყრუ მოსახლეობას ინკლუზიურ გარემოს სთავაზობს.  ცენტრები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან.  მაია ფურცხვანიძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდიანტორი, აღნიშნავს: „საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით  ჩვენ წამოვიწყეთ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის. დღეს სმენის პრობლემის მქონე ადამიანები ამ დიალოგის აქტიური მონაწილეები არიან. ამ თემს კარგად ესმის ადგილობრივი საჭიროებები  და სურვილი აქვთ  პრობლემების გადაჭრის გზებზე საკუთარი ხედვა გაუზიარონ სხვებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა ხელს შეუწყობს პლურალისტური  საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს,  თითოეული მოქალაქე დაფასებულია და თითოეულ ადამიანს ღირსეულად ექცევიან.“

 

დემორკატიული ჩართულობის ცენტრებს მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ისნტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს დაფინანსებით.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<