სამოქალაქო ჩართულობის კვირეული “მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში”

სამოქალაქო ჩართულობის კვირეული “მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში”

19-23 სექტემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა სამოქალაქო ჩართულობის კვირეული “მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში”.  კამპანიის მიზანი იყო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.

კვირეულის ფარგლებში რეგიონული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ინიციატივით  წინასარჩევნო დისკუსიები გაიმართა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან. შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიების წევრები პასუხობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს, რომლებიც რეგიონის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეხებოდა.

დისკუსიებში 300-მდე ადამიანმა მიღო მონაწილეობა. დისკუსიები საგარეჯოს, თელავის, რუსთვის, მარნეულის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართა და ინტენსიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაში. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ თითოეულ შეხვედრაზე  20-წუთიანი ვიდეოკოლაჟი მოამზადა, სადაც მაქსიმალურად არის გადმოცემული  დისკუსიის დინამიკა და შინაარსი.

EWMI ACCESS- ი მადლობას უხდის კამპანიის ორგანიზატორებს – სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელს (R-CSN), სარაქთველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას (GARB) და დემკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს საინტესერო დისკუსიების ორგანიზებისთვის.

ქვემოთ იხილეთ ვიდეოკოლაჟების ლინკები:

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- კახეთი (თელავი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- კახეთი (საგარეჯო)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- ქვემო ქართლი (რუსთავი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- ქვემო ქართლი (მარნეული)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- შიდა ქართლი (გორი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- იმერეთი (ქუთაისი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- სამეგრელო (ზუგდიდი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- გურია (ოზურგეთი)

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- აჭარა (ბათუმი)

 

kakheti-2 rcsn-batumi gori rcsn-ozurgeti kutaisi-4 kutaisi-5 kutaisi kutaisii marneuli ozurgeti-ngos rustavi-1 rustavi-2 rustavi-3 sagarejo-2 sagarejo zugdidi-1 zugdidi-2 zugdidi-3 zugdidi-4 zugdidi zviadi

Write a Comment

<