სამუშაო შეხვედრა ბიზენსკომპანიების, მედია ორგანიზაციებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაწილეობით

სამუშაო შეხვედრა ბიზენსკომპანიების, მედია ორგანიზაციებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაწილეობით

29 მარტს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR კლუბი) ინიციატივით გაიმართება ღია დისკუსია მედიაში ბიზნეს ინიციატივების (მათ შორის კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობის ინიციატივების) გაშუქების კუთხით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე. დისკუსიაზე მოხდება ამ კუთხით მაუწყებლის შესახებ კანონში არსებული და დაგეგმილი ცვლილებების დეტალური მიმოხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრები, მედია ორგანიზაციები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრები (ბიზნეს კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები) და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგი:

  • 10:00 – რეგისტრაცია
  • 10:30 – მისალმება და დღის წესრიგის პრეზენტაცია
  • 10:40 – მაუწყებლის შესახებ კანონის არსებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა
  • 11:00 – სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკა
  • 11:20 – ღია დისკუსია
  • 12:30 – შესვენება
  • 13:00 – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მომავალი პროექტების განხილვა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი (CSR კლუბი) 2015 წლის 27 მაისს  დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა“-ს მიერ. კლუბის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების მიერ ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება. კლუბში გაწევრიანებულია 70-ზე მეტი ბიზნეს, სამოქალაქო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაცია. ACCESS-ი მხარს უჭერს სიდას და CSR კლუბს ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებაში.

Write a Comment

Leave a Reply

<