ღამის დებატები ფრენსის ფუკუიამასთან და სხვა დამსახურებულ პროფესორებთან

18 და 19 იანვარს, თბილისში გაიმართება ღამის დებატები – “დემოკრატიის ძიებაში” სტენფორდის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების პროფესორების (ფრენსის ფუკუიამა, კეტრინ სტონერი, ალან ტრეგერი), და მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის (დევიდ კრამერი) მონაწილეობით.

18 იანვრის დისკუსიის თემა იქნება დემოკრატიული მმართველობა და მთავრობის ანგარიშვალდებულება.

19 იანვრის დისკუსია დაეთმობა გლობალურ გამოწვევებს და სტრატეგიული პარტნიორობის როლს უსაფრთხოების კუთხით – უსაფრთხოება და თავდაცვა, რუსეთი და მისი საფრთხე მეზობელი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისთვის, უკრაინის ომი, ISIS-ის გაფართოება და მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობების მნიშვნელობა გლობალური მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ა.შ.

დებატები გაიმართება თბილისში, სასტუმროში „Rooms” 18 და 19 იანვარს, 19:30-20:30 სთ-ზე. დასწრება ხდება მოსაწვევების საფუძველზე.

საღამოს დისკუსიები იმართება ლიდერთა განვითარების აკადემიის ფარგლებში EWMI ACCESS-ის და სხვა დონორების ფინანსური მხარდაჭერით.

Write a Comment

Leave a Reply

<