საგრანტო კონკურსი ანალიტიკური ორგანიზაციებისთვის – საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო პროგრამა (PPAG)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში აცხადებს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო კონკურსს (PPAG). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციებს. საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის საგრანტო პროგრამის მიზანია მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა ეროვნული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ამ მიზნით, კონკურსი მხარს უჭერს: 1) ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებს (think tanks), რომლებიც ახორციელებენ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტის კვლევას, ანალიზს და ადვოკატირებას; და 2) მონიტორინგის ორგანიზაციებს (watchdog CSO), რომლებიც მონიტორინგს უწევენ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტის განხორციელებას და საჭიროების შემთვევაში ეწევიან ადვოკატირებას შესაბამისი პოლიტიკური თუ საკანონმდებლო ცვლილებების მისაღწევად.

PPAG კონკურსის თემაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საპროექტო განაცხადები ამ პროცესთან დაკავშირებულ ერთ ან რამდენიმე საკითხს შეიძლება მიეძღვნას.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია 7 დეკემბრამდე, მისამართზე: ntangiashvili@ewmi.org.

საპროექტო განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, 2015 წ. საპროექტო განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ:  Public Policy and Accountability Grants -RfA

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<