ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა

ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები – CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებენ ერთობლივ პროექტს STOP (Safer Transit Options for Passengers – უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის). პროექტის მიზანია მიკროავტობუსებისგან შემდგარი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომების გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული წინასწარი კვლევის, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიის შედეგად ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოების საკითხის მოგვარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. კერძოდ, 2016 წლის 29 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა  საქართველოს საგზაო უსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 2711), რომლის ფარგლებში მთავრობამ ერთ-ერთ ვალდებულებად აიღო ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი აღსრულება. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრია. CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში და მთავრობას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით კონკრეტულ რეკომენდაციებს  წარუდგენენ. კერძოდ, იანვარში დასრულდება ექსპერიმენტული კვლევა, რის საფუძველზეც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში, ადვოკატირება და რეკომენდაციების პრეზენტაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. უბედური შემთხვევების დაახლოებით მეხუთედი ხდება აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე და მასში მონაწილეობენ მიკროავტობუსები. შექმნილი სიტუაცია იწვევს დიდ ადამიანურ მსხვერპლს, აფერხებს სახმელეთო ტრანზიტის, ლოგისტიკის და ტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ქვეყანას უსაფრთხო სახმელეთო ტრანსპორტის სისტემის განვითარებას ავალდებულებს.

იხილეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო

Related Articles

Write a Comment

<