სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები გურიის მოსახლეობასთან

17 და 18 ოქტობერს, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გურიაში (ქ. ოზურგეთი, შრომა, ნატანები, მელექედური, ნასაკირალი) მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და ერთად იუმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადასაჭრელი ადგილობრივი პრობლემები. შეხვედრების ერთ-ერთი თემა ასევე იქნება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ამ პრობლემის მოგვარების გზები.
შეხვედრები გაიმართება ღია ცის ქვეშ (ქუჩებში და მოედნებზე) და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
შეხვედრების განრიგი:
17 ოქტომბერი – სოფ. შრომა, სოფ. ნატანები.
18 ოქტომბერი – ოზურგეთი, სოფ. მელექედური, სოფ. ნასაკირალი
Leave a Reply