აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი“ (ACCESS) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ საქართველოს რეგიონებში მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციურ და წარმატებულ გზებზე. შეხევდრები ჩატარდება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში და რუსთავში 29 აგვისტო – 2 სექტემბრის პერიოდში.
„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილ ახალ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ელ. ფოსტით მიიღონ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგის, სხდომებზე დასწრების პროცედურების, მიღებული გადაწყვეტილებების და სხვა საკითხების შესახებ.
„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“, ACCESS–ის ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროგრამაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესაბამის შეტყობინებებს ავტომატურად უგზავნის. პროგრამა ინტეგრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ჩაერთონ შეტყობინებების სისტემაში.
შეხვედრებზე „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ დეტალურად ისაუბრებს ამ ინიციატივაზე და მისი დანერგვისა და მუშაობის გამოცდილებაზე.
ACCESS-ი რეგულარულად მართავს მსგავს შეხევდრებს საქართველოს რეგიონებში, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს გაუზიაროს მოქალაქეთა ჩართულობის და ზოგადად, სამოქალაქო აქტივიზმის წარმატებული გამოცდილება და მაგალითები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრების განრიგი:
ქალაქი | თარიღი | დრო | ადგილი | |
ბათუმი | 29 აგვისტო | 3 საათი | ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | |
ზუგდიდი | 30 აგვისტო | 1 საათი | ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | |
ქუთაისი | 31 აგვისტო | 11 საათი | სამართლიანი არჩევნების ოფისი | |
ახალციხე | 1 სექტემბერი | 1 საათი | ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | |
რუსთავი | 2 სექტემბერი | 11 საათი | რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | |
გორი | 2 სექტემბერი | 3 საათი | გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი |
დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ეკატერინე იმერლიშვილს ელ-ფოსტით eimerlishvili@ewmi.org
Leave a Reply