კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად

კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 27-29 სექტემბერს წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს, რომლის მიზანია  ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენა. გამოკითხვა 10 რეგიონში ჩატარდება, მისი შედეგების პრეზენტაცია კი  პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის მოგვიანებით გაიმართება. ამის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება, თუ საარჩევნო კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

რატომ ვსაუბრობთ ქალი ამომრჩევლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე?

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანიის დეტალური განრიგი იხილეთ აქ – სამოქალაქო კამპანიის განრიგი – 27-29 სექტემბერი

 

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”.  R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელსსიდასფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.

 

Write a Comment

Leave a Reply

<